პოროშენკომ დებალცევო დათმო

1023547359უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს დებალცევოდან ჯარი გამოყავს. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიას განუცხადა… ,,ამ დილით მე გავეცი ბრძანება დებალცევოში მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმიური გამოგვეყვანისა. ამ მომენტისათვის  სამხედროებისა და ტექნიკის  80% პროცენტი გამოსულია. ველოდებით კიდევ ორი კოლონის გამოსვლას. ჯარი გამოდის საკუთარი ტექნიკით და იარაღით, რაც ნიშნავს, რომ არანაირი ალყა არ ყოფილა,, განაცხადა პოროშენკომ, ტუმცა რა გეგმის ნაწილი იყო ორი დღის განმავლობაში გააფრთებული ცეცხლის ქვეშ მყოფი 5000-მდე ჯარისკაცის დებალცევოდან გამოყვანა და ამ ტერიტორიის სეპარატისტებისათვის დათმობა, არ დაუკონკრეტებია.

,,მე ველოდები მსოფლიოს მწვავე რეაქციას რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო,, განაცხადა პოროშენკომ აეროპორტში, ანტიტერორისტულ ზონაში გაფრენის წინ.

უკრაინის პრორუსული  წყაროები კი დებალცევოს ოპერაციაში წარმატებაზე და გააფრთებული ბრძოლებით ქალაქის მთლიანად აღებაზე წერენ.

ფაქტია, რომ დებალცევო, რომელიც საკვანძო სარკინიგზო ქალაქი იყო ლუგანსკსა და დონეცკს შორის, როგორც მნიშვნელოვანი არტერია ხელში ჩაიგდეს სეპარატისტებმა და ამით ამ ორ თვითაღიარებულ რესპუბლიკას შორის სარკინიზო ხაზი გაიჭრა.

banner
წინა სტატიაში“მარგველაშვილს რომ ევროსაბჭოში სააკაშვილის სახე ეჩვენებინა, პოროშენკო მის დანიშვნას ვეღარ გაბედავდა”
შემდეგი სტატია“ჩვენ, ისევე როგორც ევროკავშირი და მოწინავე დასავლური ქვეყნები უნდა ვიყოთ მტკიცე და თანმიმდევრული”