პოპულარულ კონკურსს ახალ ტალღას წელს საქართველო არ შეუერთდება

საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში პოპულარულ კონკურსს ახალ ტალღას წელს არ შეუერთდებამუსიკალურმა კონკურსმა “ახალმა ტალღამ”, ტრადიცია დაარღვია და ადგილმდებარეობა შეიცვალა, კონკურსი წელს იურმალას ნაცვლად, სოჭში ჩატარდება.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, “ახალი ტალღა”, 25 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამართულიყო, მაგრამ მოგვიანებით, თარიღი შეცვალეს და საბოლოო გადაწყვეტილებით კონკურსი შემოდგომაზე, 2-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ცნობილია მონაწილე ქვეყნების სიაც, რომელთა შორის საქართველო არ არის, მიზეზად კი ადგილმდებარეობა სახელდება. წელს კონკურსი 12 ქვეყნის 16 შემსრულებელს უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ შარშან ახალი ტალღის გამარჯვებული, ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე გახდა.

კონკურსის სპეცილაური სტუმრები იქნებიან რუსული ესტარდის მუზა ალა პუგაჩოვა და ცნობილი მომღერალი რობინ ტიკი.

საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში პოპულარულ კონკურსს ახალ ტალღას წელს არ შეუერთდებაallaaaa

 

banner
წინა სტატიაშისტიქია პანკისში – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
შემდეგი სტატიანატოს ცენტრის საქართველოში გახსნა თბილისისადმი უნდობლობას იწვევს