პოლონელმა ახალგაზრდებმა 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 12 ათასი ლარი შეაგროვეს

წყალში ჩაძირული მოედანი, ესტაკადა, ახალი გზა - ახალი ფოტოები

საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა პოლონეთში ქეთევან ფრანგულაიშვილმა, სტუმრებს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ინფორმაცია გააცნო და შეგროვილი თანხა 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდს გადასცა.

პოლონეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ქეთევან ფრანგულაიშვილის ინიციატივითა და პოლონეთში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის პატრონაჟით, ორგანიზაციამ „ხიდი საქართველოსთან“, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქცია-კონცერტები მოაწყო და მოაგროვა თანხა, რომელიც ოცი ათას პოლონურ ზლოტს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდა ელჩების პროგრამას – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 10 ქვეყანაში ახორციელებს.

პროგრამის მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების საშუალებით, მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.

საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც არიან ახალგაზრდების პოტენციურ დამსაქმებლები, შეიქმნება საზღვარგარეთ მცხოვრები საზოგადოებრივად აქტიური და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდების ერთიანი ბაზა, რომლითაც მოხდება საქართველოში დამსაქმებლების დაინტერესება.

პროგრამის საშუალებით შერჩეულ ,,ახალგაზრდა ელჩებს” შესაძლებლობა მიეცემათ, ერთწლიანი მანდატით გახდნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები ადგილსამყოფელ ქვეყანაში.

banner
წინა სტატიაშიმგზავრმა გადაიღო როგორ დაეცა მეხი თვითმფრინავს
შემდეგი სტატიაპოლონელემბა ნაცისტების დროინდელი ოქრო იპოვეს