პოლონეთმა რუსეთი მესამე რაიხის საგანძურის პრეტენდენტების სიიდან ამოიღო

პოლონეთმა რუსეთი მესამე რაიხის საგანძურის პრეტენდენტების სიიდან ამოიღო

პოლონეთმა რუსეთი მესამე რაიხის საგანძურის პრეტენდენტების სიიდან ამოიღოთუკი პოლონეთში, დაჯავშნულ მაატრებელში ნაპოვნი საგანძურის მფლობელები არ გამოჩნდებიან, მას პოლონეთის სახელმწიფო დაიტოვებს – ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილემ ლიოტრ ჟუხოვსკიმ განაცხადა.
როგორც The Telegraph აღნიშნავს, სიიდან, სადაც პრეტენდენტი ქვეყნებია ჩამოწერილი, ამოღებულია რუსეთი, ამასთანავე, კულტურის მინისტრის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია რა არის ვაგონებში, იარაღი, ძვირფასეულობა, ხელოვნების ნიმუშები თუ სხვა რამე.
ნაპოვნის ერთ-ერთი პრეტენდენტი ებრაელების მსოფლიო კონგრესია. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა რობერტ ზინგერმა განაცხადა, რომ ოქრო, რომელიც, სავარაუდოდ, არის ვაგონებში, შესაძლებელია საკონცენტრაციო ბანაკებში მოკლულ ებრაელებს ეკუთვნოდათ.

150 მეტრის სიგრძის მქონე ნაპოვნის შესახებ 19 აგვისტოს განაცხადა პოლონეთის ორმა მოქალაქემ.მათ დასურათებული მასალა წარუდგინეს ქალაქის ხელმძღვანელობას და ნაპოვნის 10% მოითხოვეს. ხელისუფლება დათანხმდა მათ პირობას.

სავარაუდოდ, საუბარია 1945 წელს დაკარგულ მესამე რეიხის ბრონირებულ მატარებელზე, რომლითაც პოლონეთიდან ბერლინში ნაქურდი ოქროები გადაჰქონდათ. ვაგონები ნაპოვნია ქალაქში, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე გერმანიას ეკუთვნოდა, ომის შემდეგ კი პოლონური ვროცლავი გახდა.
ვაგონების ძებნის კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მსგავსი მატარებლის არსებობა ლეგენდა იყო.

banner
წინა სტატიაში“ალ-ჯაზირას” ჟურნალისტებს ეგვიპტის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა
შემდეგი სტატიაგერმანიის ცნობილი ადამიანები მიგრანტების მხარდასაჭერად