პოლონეთი პრეზიდენტს მეორე ტურში აირჩევს

დამთავრდა პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ეგზიტპოლების მიხედვით, როგორც მოსალოდნელი იყო, არც ერთ კანდიდატს არ აღმოაჩნდა ხმების საკმარისი რაოდენობა…

ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ 11 კანდიდატიდან პირველ ადგილზე ხმების 34,8% კაჩინსკების პარტიის კანდიდატი ანჟეი დუდა გავიდა, ხოლო მეორეზე ხმების 32,2% პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკია.

პრეზიდენტი კომოროვსკი, მიუხედავად ეგზიტპოლის მიერ ნაჩვენები მეორე ადგილისა იმედებს არ კარგავს… ,,ჩვენ გველოდება მძიმე ბრძოლა და რომელტანაც ერთად გამარჯვებაც გველოდება,, განაცხადა კომოროვსკიმ, რომელმაც მოუწოდა ანჟეი დუდას მონაწილეობა მიიღოს პოლონეთისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით დებატებში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით ეწვია
შემდეგი სტატიანათელაშვილი მთავრობას გლოვის გამოცხადებისკენ მოუწოდებს