პოლონეთი „გაზპრომის“ მომსახურებაზე უარს აცხადებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ ევა კოპაჩის განცხადებით, 2016 წლის 1 იანვრიდან პოლონეთი რუსული გაზის მიწოდებისგან სრულიად დამოუკიდებელი ხდება.პოლონეთის პრემიერის განცხადებით, თხევადი აირის პირველი სატესტო პარტიის მიწოდება ყატარიდან, მიმდინარე წლის დეკემბერში განხორციელდება და მომავალი წლიდან ტერმინალი სრულყოფილ ფუნქციონირებას შეძლებს.

თხევადი აირის ტერმინალის სიმძლავრე საშუალებას მისცემს პოლონეთს, წელიწადში 5 მილიარდი კუბამეტრი გაზი მიიღოს.

პოლონეთი აპირებს, რომ კარდინალურად გააფართოვოს გაზის ინფრასტრუქტურა, რათა ტანკერების მეშვეობით გაზი, რუსეთზე დამოკიდებულ მეზობელ ქვეყნებში გააგზავნოს. ამ ქვეყნებს შორის უკრაინაც მოიაზრება.

უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენუკის განცხადებით, თხევადი გაზის ტერმინალს უკრაინაში ამერიკული კომპანია ააშენებს.

banner
წინა სტატიაში“შუალედური არჩევნები კანონმდებლობის შესაბამისად დაინიშნა” – თამარ ჟვანია
შემდეგი სტატიარა შემთხვევაში შეიძლება გახდეს რიკოთის უღელტეხილზე მგზავრობა ფასიანი?!