პოლონეთი ,,გაზპრომისგან,, 100% -თ განთავისუფლდა… (VIDEO)

პოლონეთი ,,გაზპრომისგან,, 100% -თ განთავისუფლდა.

პოლონეთი ,,გაზპრომისგან,, 100% -თ განთავისუფლდა.პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთის პრემიერმა ევა კოპაჩმა განაცხადა, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან, ქვეყანა რუსეთის გაზდამოკიდებულებისაგან 100%-თ განთავისუფლდება…

პრემიერის მსგავსი განცხადების მიზეზი პოლონურ სვინოუსტში ექსპლუატაციაში შესული გაზის ტერმინალია, რომელსაც წელიწადში 5 მილიარდი კუბური მეტრი შეკუმშული აირის მიღება შეუძლია… და კოპაჩის განცახადებით, პირველი სატესტო პარტია შეკუმშული აირისა, სპეციალური ტანკერებით ყატარიდან დეკემბრის პირველ რიცხვებში შემოვა.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი თავისი ინფრასტრუქტურით და შეკუმშული აირის გადამზიდავი ტანკერებით, მზადაა რუსეთის გაზდამოკიდებულ ქვეყნებსაც დაეხმაროს და პირველ რიგში უკრაინას…  უკრაინის პრემიერი არსენ იაცენიუკი, თავის მხრივ ამერიკელ ინვესტორებთან აწარმოებს მოლაპარაკებას, უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე შეკუმშული აირის ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით.

www.timer.ge

/იხილეთ 2 ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ პუტინის წარგზავნილი მედვედევის მიღებაზე უარი განაცხადა…
შემდეგი სტატიაგაბელიამ ,,ბარსელონასაც,, გაუტანა… (VIDEO)