პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში იაროსლავ კაჩინსკის პარტიამ გაიმარჯვა

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში იაროსლავ კაჩინსკის პარტიამ გაიმარჯვა

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში იაროსლავ კაჩინსკის პარტიამ გაიმარჯვაპოლონეთის 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა კონსერვატორულმა პარტია “კანონი და სამართლიანობამ” იაროსლავ კაჩინსკის ხელმძღვანელობით ხმათა 39.1 %-ით გაიმარჯვა. მმართველმა პარტია “სამოქალაქო პლატფორმამ” კი ხმების 23.4 % მიიღო.

მოქმედ პრემიერმინისტრ ევა კოპაჩს თანამდებობაზე სავარაუდოდ “კანონი და სამართლიანობის” კანდიდატი ბეატა შიდლო შეცვლის.

პოლონეთის პარლამენტი ორპალატიანია. ქვედა პალატა, სეიმი 460 დეპუტატისგან, ხოლო ზედა – სენატი, 100 დეპუტატისგან შედგება. სეიმის დეპუტატებს პარტიული სიით, ხოლო სენატორებს მაჟორიტარული წესით ირჩევენ.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგიაური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიავინ გაუგზავნა ლადო ბედუკაძეს 40.000 დოლარი მოსკოვიდან და სად ინახება ჩეკები: “ქრონიკა+”-ის სკანდალური ჩანაწერი