პოლკი ,,აზოვი,, გიორგი ჯანელიძეზე განცხადებას ავრცელებს

1958უკრაინული შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების პოლკი ,,აზოვი,, უკრაინის ფრონტზე გუშინ დაღუპულ ქართველი მეომარზე, გიორგი ჯანელიძეზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს…
,,თაიმერი,, გთავაზობთ განცხადების სრული ტექსტის, ქართულ თარგმანს:

,,შიროკინოში ,,აზოვის,, ქართველი ინსტრუქტორი გარდაიცვალა.
18 აპრილს, პოლკ ,,აზოვის,, მებრძოლები ინტრუქტორ გიორგი ჯანელიძესთან (საძახილი ,,სატანა,,) ანხორცილებდნენ დასახლებულ პუნქტ შიროკინოს განნაღმვით სამუშაოებს, უკრაინული ძალების კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ქუჩაზე გადაადგილების დროს, ტერორისტულმა ჯგუფმა ,,აზოველებს,, ცეცხლი გაუხსნა. საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ,,აზოვის,, წევრებმა გახსნეს საპასუხო ცეცხლი. საბრძოლო მოქმედებების შედეგად ტერორისტებმა დაკარგეს 5 მებრძოლი. ,,აზოვის,, მხრიდან სასიკვდილოდ დაიჭრა გიორგი ჯანელიძე.

მჭიდრო ცეცხლის გამო ვერ მოხერხდა გიორგის ცხედრის გამოყვანა ბრძოლის ველიდან… ყოველი ცდაზე ცხედრის აღებისა, მტერი ცეცხლს ხსნიდა. ტყვიამფრქვევების ცეცხლის საფარით, მოწინააღმდეგემ მოახერხა ჩვენი თანამოძმის ცხედრის დანაღმვა, თუმცა ამ დროსაც დაკარგეს ერთი მეომარი.
ბრძოლა შიროკინოში გრძელდებოდა მთელი ღამე და 19 აპრილის დილითაც. ,,აზოვმა,, მოიგერია მტრის ყველა შეტევა და შეინარჩუნე არსებული პოზიციები. დილის ბრძოლების შემდეგ, ეუთოს მისიის თანამონაწილეობით, ,,აზოვმა,, სესძლო გიორგის ცხედრის ბრძოლის ველიდან გამოყვანა.
გიორგი ჯანელიძე იყო საქართველოს მოქალაქე. ის 41 წლის იყო. ჯერ კიდევ ზამთარში ჩამოვიდა გიორგი ჩვენი ხალხის დასახმარებლად. ასწავლიდა ახალბედებს… გადასცემდა უკრაინელებს რუსეთთან 2008 წლის ომის გამოცდილებას. გიორგი იყო ნამდვილი მამაკაცი და მოკვდა ისე როგორც ეკადრება ნამდვილ ვაჯკაცს – ბრძოლაში თქვენთან ერთად ჩვენი უკრაინისთვის, რომელსაც გიორგი მეორე სამშობლოდ თვლიდა. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.
პოლკი ,,აზოვი,, სამძიმარს უცხადებს გიორგი ჯანელიძის ოჯახს. ჩვენ ვიზიარებთ ამ მწუხარებას თქვენთან ერთად. გიორგის გმირობა უკრაინელებს მუდამ ემახსოვრებათ.
გმირები არ კვდებიან.,,

banner
წინა სტატიაშიბაბუამ შვილიშვილი დანით დაჭრა
შემდეგი სტატიაექსკლუზიური ფოტოები გოგო თოფაძის იუბილედან + (ფოტო რეპორტაჟი)