“პოლიციის მიერ მოკლულის მამა შვილის საფლავზე აფეთქდა საქართველოში”

„პოლიციის მიერ მოკლულის მამა შვილის საფლავზე აფეთქდა საქართველოში“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს ბიბისი გუშინ საქართველოში მომხდარ ტრაგედიაზე ინფორმაციას.
2006 წელს სპეცოპერაციის დროს თბილისის ცენტრში მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.
საქართველოს პრემიერ მინსტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შოკირებულია მომხდარით და ოჯახს მიუსამძიმრა.
„პროკურატურისგან მოვითხოვ იური ვაზაგაშვილის საქმის სწრაფად გამოძიებას და უმოკლეს ვადაში ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის დასრულებას“ – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის 109-ე მუხლით არის აღძრული – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით.
ზურაბ ვაზაგაშვილი ალექსანდრე ხუბულოვთან ერთად თბილისში 2006 წლის 2 მაისს იქნა მოკლული.
მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ სპეცოპერაცია ეჭვმიტანილი დამნაშავეების დასაკავებლად ჩატარდა. თუმცა ვაზაგაშვილის ახლობლები და უფლებადამცველები ოფიციალური ვერსიით კმაყოფილები არ არიან.
დაღუპულის მამა წლების მანძილზე შვილის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდა – წერს ბიბისი.

banner
წინა სტატიაში„იური ვაზაგაშვილი მოიშორეს იმ ადამიანებმა, ვინც ელოდებოდა საფრთხეს მართლმსაჯულების მხრიდან“
შემდეგი სტატიაპარიზში მკვლელებისთვის იარაღის მოწოდების ბრალდებით ასამართლებენ