„პოლიციელის შეურაცხყოფის ხარჯზე, პოლიტიკური ქულების ჩაწერა არც ბარნოვს, არც არავის, არაფერს მოუტანს“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პოლიციელი, რომელსაც ანდრო ბარნოვმა შეურაცხყოფა მიაყენა, აგვისტოს ომში იბრძოდა.

მისი თქმით, ეს პოლიციელი წინა ხელისუფლებამ ომის დროს მიატოვა და მისთვის ამის არგუმენტი დღემდე არ მიუციათ.

„სამწუხაროდ, გუშინ ადგილი ჰქონდა დე ფაქტო საზღვართან, ანდრო ბარნოვის მხრიდან, დემარშის ფაქტს. მე ამას სხვას ვერაფერს დავარქმევდი. როდესაც ის საზოგადოებას უმტკიცებს, რომ არის ყველაზე მეტად პატრიოტი და ყველაზე უფრო აწუხებს დროშის მოხსნის ფაქტი. მეორეს მხრივ, იმ პოლიციელს, რომელიც იცავს იმ ტერიტორიას, მიაყენა წარმოუდგენელი შეურაცხყოფა. სხვათა შორის, ეს ის პოლიციელი იყო, რომელიც იბრძოდა აგვისტოს ომის დროს, საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა ხალხს. ის წინა ხელისუფლებამ ომში მიატოვა ტექნიკასთან ერთად და დღემდე არ დაუდია არგუმენტი. ამიტომ, ჩვენთვის, როგორც შსს-თვის, ბარნოვის ქმედება მიუღებელია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას – ვინც თვლის, რომ პატრიოტიზმი არის პოლიციელის და სპეცრაზმელის შეურაცხყოფა, გადახედოს თავის პოლიტიკას. არ მგონია, რომ პოლიციელის შეურაცხყოფის ხარჯზე, პოლიტიკური ქულების ჩაწერა მათ რაიმეს მოუტანს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ გვაქვს ნანახი მულტფილმი, რომელიც მოამზადეს “პანორამა თბილისთან” დაკავშირებით”
შემდეგი სტატიაკალინინგრადელებმა ბეგის ერთი დღის ხელფასი გადაურიცხეს