პოლიციელთა მასშტაბური გაფიცვა იტალიაში

იტალია სამართალდამცველების საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა – პოლიციის თანამშრომლებმა მასშტაბური გაფიცვა მოაწყვეს და სამსახურების ნაცვლად ქუჩებში გავიდნენ.

ათასობით პოლიციელი ხელისუფლებისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას მოითხოვს. აქციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში გაიმართა, ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია კი რომში შედგა, რომელშიც ათი ათასზე მეტმა პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა. მათ მხარი რიგითმა მოქალაქეებმაც დაუჭირეს.

იტალიელები აცხადებენ, რომ პარიზის ტერაქტების შემდეგ ევროპაში ტერორიზმის საფრთხე გაიზარდა და ამ პირობებში ძალოვანების გაფიცვა დაუშვებელია.

banner
წინა სტატიაში“ყველა მხრივ უნდა შემოწმდეს, რამდენად იქნება კანდიდატი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი”
შემდეგი სტატიაეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს