პოლიციელემბა უსახლკარო მოკლეს ლოს-ანჯელესში

პოლიციელემბა უსახლკარო მოკლეს ლოს-ანჯელესში

პოლიციელემბა უსახლკარო მოკლეს ლოს-ანჯელესშიპოლიციელემბა ლოს-ანჯელესში კვირა დილით მოკლეს უსახლკარო მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ, მათ წინააღმდეგობა გაუწია. ინტერნეტში მოხვედრილმა ვიდეომ, სადაც ეს კადრებია აღბეჭდილი, სოციალური ქსელში დიდი აღშფოთება გამოიწვია.
პოლიციელების მონაცემებით, ინციდენტი სკიდ-როუში მოხდა, რომელიც ქალაქის ღარიბი რაიონია და ბევრი უსახლკარო ცხოვრობს.
წინასწარი მონაცემებით, პოლიციელები ქურდობის ფაქტზე იყვნენ გამოძახებულები. ჯერჯერობით დაუდგენელი ვითარებით მათ შავკანიანი მამაკაცის დაჭერა გადაწყვიტეს, რომლის დროსაც ხუთი გასროლა გაისმა.
გავრცელებული ვიდეოდან კარგად არ ჩანს რის გამო დაიწყო კონფრონტაცია. ასევე, ჯერჯერობით გაურკვეველია, იყო თუ არა მამაკაცი შეიარაღებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეამ ზღვის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა
შემდეგი სტატიადედის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალა