პოლიციელებს ბექა მარგიშვილის და ვალერიან გრძელიშვილს შალვა აბულაძემ ესროლა–ლევან იზორია

shalvaaa45შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, პოლიციელებს ბექა მარგიშვილის და ვალერიან გრძელიშვილს შალვა აბულაძემ ესროლა, რომელიც ასევე პოლიციელის მკვლელობისთვის იძებნება

“ამოღებულია ნივთმტკიცებულებები, ჩატარდა მასრების ექსპერტიზა და ჩვენ შეგვიძლია, ცალსახად ვთქვათ, რომ ეს არის პიროვნება, რომელიც იძებნებოდა ბორჯომში ჩადენილი ანალოგიური დანაშაულისთვის. ამოღებული მასრები ადასტურებს, რომ ერთი იარაღიდან მოხდა გასროლა, ჩვენ ვიცით ბრალდებულის ვინაობა, ეს არის შალვა აბულაძე”, – განაცხადა იზორიამ “იმედის” ეთერში.

 

შეკითხვაზე, რატომ ვერ მოხდა ეჭვმიტანილ შალვა აბულაძის დაკავება ბორჯომში იანვარში მომხდარი ინციდენტის შემდეგ და როგორ მოახერხა ეჭვმიტანილმა, დილითაც გაეხსნა ცეცხლი პოლიციელებისთვის და ისევ გაქცეოდა სამართალდამცველებს, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ საქმე გვაქვს პროფესიონალ დამნაშავესთან: 

„ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს საშიშ, პროფესიონალ დამნაშავესთან, რომელიც ასკეტურ ცხოვრებასაც კი ეწევა, მე არ მინდა ახლა ყველა დეტალზე ვისაუბრო, ამიტომაც ის სად და როგორ გადაადგილდება, მარტივი დასადგენი არ არის“, – თქვა „იმედის კვირაში“ ლევან იზორიამ. 

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკვლელობას ეხმაურება
შემდეგი სტატიაპროკურატურა გარდაცვლილი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტოს აქვეყნებს