პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, რომლის თანახმად, 23 წლის გიორგი ბ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა „კა 6-92-ის“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე „მაგნუმის“ მოდელის პისტოლეტი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზი არქიმანდრისტის ღია წერილი რუსეთს
შემდეგი სტატია25 წლის ქალი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს