პოლიციამ გამოფენა „ჩვენ გავიმარჯვეთ“ დაარბია

GAMOFENAრუსეთის პოლიციამ და ფედერალურმა სამსახურმა სამხატვრო გალერეა C-ART-ში რეიდი ჩაატარა, სადაც ალტერნატიული გამოფენა „ჩვენ გავიმარჯვეთ“ მიმდინარეობდა.
გამოფენიდან, რომელიც ამ დღეებში გაიმართა, ამოღებული იქნა წარმოდგენილი ნამუშევრები, ასევე კომპიუტერები, რომელიც გალერეას ეკუთვნოდა – ცნობას ბიბისი ავრცელებს.
გალერეის წარმომადგენლის პიოტრ ვოისის თქმით, ძალოვანებმა გამოფენის მონაწილეებზე ძალა გამოიყენეს. მათ მიერ წარმოდგენილი ნამუშევრების თემა მეორე მსოფლიო ომი და გეორგიევსკის ბაბთა იყო, რომელიც გამარჯვების დღის ოფიციალური ატრიბუტია.
გალერეაში მომხდარს თვალყურს რუსეული არხი НТВ ადევნებდა, რომელმაც გამოფენას „ნაცისტური“ უწოდა, სადაც „გათელილია დიადი გამარჯვების წმინდა სიმბოლოები“.
გამოფენა მოაწყვეს მხატვრებმა მოძრაობა „რუხი მხედრიდან“, ასევე არტ ლაბორატორია El Savo-ს წარმომადგენლებმა. „მართალია გამოფენა მეორე დღესვე დაარბიეს, მაგრამ ვიღაცამ რაღაცის ნახვა მაინც მოასწრო“ – ამბობს ერთ-ერთი მონაწილე.

banner
წინა სტატიაშირუსეთში გამარჯვების დღეს მასშტაბურად აღნიშნავენ
შემდეგი სტატიატრისტან წითელაშვილს საღებავი შეასხეს