“პოლიტიკურ ოპოზიციას ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა წაადგება ან ლარს, ან ეკონომიკას,” – ნოდარ ხადური

სავლუტო ფონდი

დაესწრებიან თუ არა ეკონომიკური გუნდის მინისტრები პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, ჯერჯერობით გაურკვეველია. ფინანსთა მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე მისვლას ამ ეტაპზე არ გამორიცხავს, თუმცა ნოდარ ხადურის თქმით, პლენარული სხდომის გამართვა ეკონომიკისა და სავალუტო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიზანშეწონილი არ არის.

„ვწუხვარ, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა წაადგება ან ლარს, ან ეკონომიკას,” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, მთავრობა მუდმივად თანამშრომლობს პარლამენტთან და პრეზიდენტთან და აწვდის ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე. ნოდარ ხადურის აზრით, შედეგი არ მიიღწევა პოლიტიკურ კინკლაობაში, რადგან მთავრობა შედეგზეა ორიენტირებული.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს დანიშნა
შემდეგი სტატიამოსკოვის მუზეუმში აყვანილი მძევლი და მოძალადე ყოფილი ცოლ-ქმარი აღმოჩნდა