“პოლიტიკური სპექტრი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს”

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, პოლიტიკური სპექტრი უნდა გაიწმინდოს ისეთი ადამიანებისგან, ვისაც ელემენტარულ პოლიტიკური კულტურა არ გააჩნია.

მისი თქმით, ადამიანები, ვისაც მსოფლიოში და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ, პოლიტკაში არ უნდა იყვნენ.

„ძალიან სპეციფიურ პირობებში შეიქმნა ის კოალიაცია, რომლის წევრებიც ჩვენი პარტიიდანაც არიან. ეს ჩავლილი ეტაპია და შემდგომში სამომავლოდ ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური სპექტრი აუცილებლად უნდა დაიწმინდოს და ისეთი ადამიანები, რომლებსაც ელემენტარული პოლიტიკური კულტურა არ გააჩნიათ და ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ მსოფლიოსა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე, მათი ადგილი პოლიტიკიაში არაა, თანამდებობებზე მითუმეტეს“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნოდარ ებანოიძის განცხადებით, თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებული განცხადება, მას ღირსებას ნამდვილად არ მატებს.

„სულაც არაა ბატონი თამაზი ვალდებული, რომ უყვარდეს და მოწონდეს ეს პარტია, ჩვენ იმის გარეშეც როგორმე ვარსებობთ და ვიშრომებთ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ებანოიძემ.

banner
წინა სტატიაში„პატრიარქის, ყოფილი, ახლანდელი პრემიერის ყველა ბრუნვაში მოხსენიება ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ“
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, თუმცა სვამს კითხვას, რატომ მონტენეგრო და არა საქართველო