პოლიტიკური სკანდალი – დაემუქრა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოველ კოლეგას?

იმ სახელმწიფო მოხელის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომელიც ბიზნესს ხელოვნურ ბარიერებს შეუქმნის-ირაკლი ღარიბაშვილი

სკანდალური სატელეოფნო სუბარი საქართველოსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებს შორის. ირკალი ღარიბაშავილისა და კირილ გაბურიჩს შორის საუბრის დეტალებზე ინფორმაციას ქართული სააგენტოები ავრცელებენ.

სააგენტოების ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ითხოვდა მოლდოვის მთავრობის მეთაურისაგან არ შედგეს მოლდოვაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი და არ მიიღოს რეფორმებში სააკაშვილის დახმარება.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრი დაემუქრა მოლდოველ კოლეგას, რომ თუ ის უმასპინძლებდა სააკაშვილს, ქვეყნებს შორის ურთიერთობები გადაიხედებოდა.

საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე  მმართველ გუნდში კომენტარს არ აკეთებენ. მათი განცხადებით, ისინი არ ფლობენ, ინფორმაციას იმის შესახებ, ესაუბრა, თუ – არა, ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოველ კოლეგას და თუ ესაუბრა, რა თემები იყო განხილული სატელეფონო საუბრის დროს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: რეგიონში ამ დონის და ამ მასშტაბის ფორუმი პირველად ტარდება
შემდეგი სტატიასაქართველო 60 მილიონ ევროს მიიღებს