პოლიტიკური გეგმა–ირაკლი აბესაძე

“პოლიტიკური გეგმა,” – ა"პოლიტიკური გეგმასე უწოდებენ „ნაციონალურ მოძრაობაში” ქალაქის მთავრობაში მიმდინარე გათავისუფლებებს.
ირაკლი აბესაძე პოლიტიკური გეგმის შესრულებაში ქალაქის მერს ადანაშაულებს.
„ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, მერიიდან სწორედ ის თანამშრომლები გათავისუფლდნენ, რომლებმაც წარმატებით გადალახეს პირველი ეტაპი და ესენი არიან ის პირები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის” დროს მუშაობდნენ თბილისის მერიაში.
„სამწუხაროა, რომ დავით ნარმანიას და მისი მოადგილის – ალექსანდრე მარგიშვილის წინასწარ განზრახული პოლიტიკური გეგმა თბილისის მერიიდან პროფესიონალი კადრების იძულების წესით გაყრის შესახებ, კონკურსის მეშვეობით შესარულდა. უარი უთხრეს კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს პირველი ეტაპი. სამაგიეროდ, მათ მიერ მოყვანილი მეგობრები და ნათესავები, რომლებმაც ვერ გაიარეს ტესტირება, მუშაობას განაგრძობენ ქალაქის მთავრობაში,” – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

"პოლიტიკური გეგმა

დავით ნარმანია არ აპირებს პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებს უპასუხოს. გათავისუფლებულ თანამშრომლებზე კი ქალაქის მერი ამბობს, რომ მათ ვერ დააკმაყოფილეს საკონკურსო მოთხოვნები, რის გამოც ისინი გაუშვეს-განაცხადა ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ
„გუშინ დასრულდა კონკურსი და გამოვლინდნენ ადამიანები, რომლებმაც დააკმაყოფილეს შესაბამისი მოთხოვნები და კომისიის მხრიდან გაეწიათ რეკომენდაცია დანიშვნასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები დაინიშნებიან სხვადასხვა თანამდებობაზე, 500-მდე ადამიანზეა საუბარი. ვაკანსიების ერთი ნაწილი ისევ რჩება, ვინაიდან კომისიამ ვერ გამოავლინა, ვინც დააკმაყოფილებდა შესაბამის მოთხოვნებს. ამიტომ დარჩენილ ვაკანსიებზე კონკურსი დამატებით გამოცხადდება,” – აცხადებს დავით ნარმანია.

რაც შეეხება გათავისუფლებული თანამშრომლების ბრალდებას მერიაში ნეპოტიზმის არსებობის შესახებ, დავით ნარმანია მათ ამის დამტკიცებასა და დადასტურებას ურჩევს.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის გადაცემა თვის ბოლოს დაიწყება
შემდეგი სტატიააშშ უკრაინას იარაღს მიაწვდის?