ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მის მოსვლაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი თქმით, ის პოლიტიკაში მაშინ მოვა, როდესაც ამის დრო დადგება.
“დღეს არ ვარ მაგისთვის განწყობილი.მე პოლიტიკოსებთან არავითარი მოლაპარაკებები არ მაქვს. თუ ამის დრო დადგება, აუცილებლად მოვალ პოლიტიკაში, თუმცა დღეს ამის საჭიროებას ვერ ვხედავ”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
აღნიშნული განცხადება ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელმა ჭიათურაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.