“პოლიტიზირებული პოლიცია, შერჩევითი სამართალი,”- მიხეილ მაჭავარიანი გურიაში მომხდარ დაკავებაზე

“პოლიტიზირებული პოლიცია, შერჩევითი სამართალი,”- ასე გამოეხმაურა დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი, ოზურგეთში ნაციონალური მოძრაობისა და “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლების დაკავებას.

“დავით მჟავანაძე დააკავეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ეხმარებოდა პლაკატების გაკვრაში. თბილისში, როცა წინასწაარჩევნოდ ყველაფერი მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ააჭრელა მაშინ არავინ დაუკავებიათ. ეს არის პოლიტიზირებული პოლიცია და შერჩევითი სამართალი. პრემიერმა და მთავრობამ ლართან ბრძოლის მაგვირად გადაწყვიტა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ებრძოლოს,”- განაცხადა დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაში“ეს იყო წინასწარ დადგმული სპექტაკლი,”- ბუბა კუდავა განათლების მინისტრის წინააღმდეგ
შემდეგი სტატია“ზურაბ ჩხაიძეზე მინდა ვთქვა კომპლიმენტი, რომელიც პრაქტიკულად ყველა რეგიონში პროექტს ახორციელებს“