პოეზიის საღამო დევნილთა ახალ ჩასახლებაში

პოეზიის საღამო დევნილთა ახალ ჩასახლებაში

პოეზიის საღამო დევნილთა ახალ ჩასახლებაშისაქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ზუგდიდს ახალგაზრდა თაობის პოეტები ესტუმრნენ. შემოქმედებითი პროექტის „პოეზია დღეს“ მონაწილეებმა პარალელელურ რეჟიმში ორი შეხვედრა გამართეს. პოეტების ერთმა ჯგუფმა – თემურ ელიავამ, ზაზა სუყაშვილმა, გიორგი ბალახაშვილმა, რუსო ბაზალმა, რაჟდენ გველესიანმა, ანი კიკნაძემ, დავით კინწურაშვილმა და ჯანო შენგელიამ პოეზიის საღამო დევნილთა ახალ ჩასახლებაში (ლაღიძის ქ. № 4) გაიმართეს. როინ აბუსელიძე, გენრი დოლიძე, დავით ყვავაძე, ეკა კვიციანი, თეა თაბაგარი, ნინო ნეკერიშვილი და პაპუნა გიორგაძე მკითხველს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეხვდნენ, სადაც ავტორების წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. პოეტებმა ბიბლიოთეკას საკუთარი კრებულები უსახსოვრეს. პოეტ თემურ ელიავას პროექტი „პოეზია დღეს“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ნათია ფიფია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ადგილზე ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში. ხელმძღვანელის მრჩეველმა ქალბატონმა ნონა უბილავამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს საინტერესო ღონისძიებისთვის და დაგეგმილი პროექტებისთვის.

banner
წინა სტატიაშიოცდამეხუთე საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ ქვემო ნატანებში გაიხსნა
შემდეგი სტატია“ეს გიგი უგულავას მონაპოვარია”- სევდია უგრეხელიძე ოლიმპიურ სოფელზე