პლატინის ბლატერი არ ჭირდება… ის ფიფას პრეზიდენტად იორდანელ პრინც დაუჭერს მხარს

ევროპისს საფეხბურთო ასოციაციის (უეფა) პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხალხს არ ჭირდება ფიფას ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ზეფ ბლატერია…
მიშელ პლატინის განცხადებით, ის შეხვდა ბლატერის უშუალო კონკურენტს იორდანელ პრინც ალი ბინ ალ ჰუსეინს და როგორც თვითონ ასევე მისი თანამოაზრეები მას დაუჭერენ მხარს…
,,ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრა და კარგი დისკუსია… ხვალ ბევრი მონაწილე ხმას მისცემს პრინც ალის. ხალხს არ ჭირდება ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ბლატერია… ფიფა ისეთი ძლიერი აღარაა, როგორიც ადრე იყო… ბლატერისთვის საკმარისია უკვე,, განაცხადა პლატინიმ დასავლურ მედიასთან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ 39 წლის იორდანელი პრინცი ალი, 2011 წლიდან ფიფას მოქმედი პრეზიდენტი და ხვალინდელ ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში იოზეფ ბლატერის უშუალო კონკურენტია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 27 მაისს, შვეისარიის სამარტალდამცავებმა, ამერიკული ,,ეფბიაის,, გამოძიების მოთხოვნით, ფიფას 7 მაღალჩინოსანი დააკავეს, რომელთა მიმართ ბრალის წაყენება და ექსტრადირება აშშ-ში მოკლე პერიოდისთვის იგეგმება.

banner
წინა სტატიაში,,ღალატით, სიმხდალითა და შიშითაა გაჟღენთილი ოთხეული,,
შემდეგი სტატიააქცია ზუგდიდში – ანი ნადარეიშვილი ივანიშვილისგან დაზარალებულებს კომპენსაციას პირდება