პირს ბროსნანი აშშ-ს აეროპორტში დანის გამო დააკავეს

აშშ-ს ვერმონტის შტატის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ამერიკელი მსახიობი პირს ბროსნანი დროებით დააკავეს. აგენტ 007-ის ცნობილი შემსრულებელის დაკავება სანადირო დანის გამო მოხდა, რომელიც მას ჩანთაში ედო.

სანადირო დანა უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მგზავრების თვითმფრინავში ჩასხდომის წინ აღმოაჩინეს. მათ დანის კონფისკაცია მოახდინეს, რომელიც 12, 7 სმ-ი სიგრძის იყო დაკეცილ მდგომარეობაში და 25,4 სმ გახსნილ მდგომარეობაში.

თვითმხილველების თქმით, 62 წლის მსახიობი გაოცებული და გაბრაზებული იყო დანის ჩამორთმევის გამო.
მსახიობი ორჯერ ნომინირებულია “ოქროს გლობუსზე”.

banner
წინა სტატიაშიგალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა
შემდეგი სტატიაჩეჩნეთში ქალების სანაპირო გაიხსნა