პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაცია იწყება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

1 და 2 სექტემბერი პირველკლასელთა დამატებით სარეგისტრაციო ვადად განისაზღვრა იმ ბავშვებისთვის, რომელთა ასაკი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეესაბამება, მაგრამ დღემდე არ არიან დარეგისტრირებულნი სკოლაში.

რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონული ფორმით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე http://registration.emis.ge/ მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ვაკანტური ადგილებია.

რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 3 და 4 სექტემბერს.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას.

2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.

სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

banner
წინა სტატიაში,,ქუმსიშვილის ეკონომიკის მინისტრად დანიშვნა მთავრობის მუშაობას გააძლიერებს”
შემდეგი სტატიათბილისში ამბასადორიალი – 2015 გაიმართება