პირველი პირის ყოველწლიურ მოხსენებას მთავრობის წარმომადგენლობა არ დაესწრება-მანანა კობახიძე

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

უშიშროების საბჭოს მდივანი ზუგდიდის ინციდენტში მონაწილეების დასჯას ითხოვსსაქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა “ძალიან სერიოზულად მომზადებულია”.
რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა ქვეყნის პირველი პირის მოხსენებას მთავრობა, იმერლიშვილის განმარტებით, სტუმრების მოწვევის საკითხს პარლამენტი წყვეტს, თუმცა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის წლიური მოხსენება “მათთვის საინტერესო უნდა იყოს”.
“პრეზიდენტის გამოსვლა არის ძალიან სერიოზულად მომზადებული. პრეზიდენტი მზად არის დებატებისთვისაც, თუმცა ეს პარლამენტის ბიუროს გადასაწყვეტია. რაც შეეხება სტუმრებს, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში მოწვეულები არიან, როგორც წესი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და იმედი მაქვს, რომ საელჩოები ისე როგორც შარშან წელსაც ინტერესს გამოიჩენენ და დაესწრებიან ამ შეხვედრას. ჩამოვლენ თუ არა ქუთაისში მთავრობის წევრები ვერ გეტყვით – ყველა სტუმარი, როგორც მინისტრები, ისე დიპლომატიური კორპუსი უნდა მოიწვიოს საქართველოს პარლამენტმა, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება და როცა საქართველოს პრეზიდენტი, წელიწადში ერთხელ მიმართვას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოსახლეობას, ეს საინტერესო უნდა იყოს მათთვისაც”, – აღნიშნა იმერლიშვილმა.
პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწელიური ანგარიშით მიმდინარე კვირას მიმართავს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა "ძალიან სერიოზულად მომზადებულია".  რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა ქვეყნის პირველი პირის მოხსენებას მთავრობა, იმერლიშვილის განმარტებით, სტუმრების მოწვევის საკითხს პარლამენტი წყვეტს, თუმცა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის წლიური მოხსენება "მათთვის საინტერესო უნდა იყოს".  "პრეზიდენტის გამოსვლა არის ძალიან სერიოზულად მომზადებული. პრეზიდენტი მზად არის დებატებისთვისაც, თუმცა ეს პარლამენტის ბიუროს გადასაწყვეტია. რაც შეეხება სტუმრებს, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში მოწვეულები არიან, როგორც წესი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და იმედი მაქვს, რომ საელჩოები ისე როგორც შარშან წელსაც ინტერესს გამოიჩენენ და დაესწრებიან ამ შეხვედრას. ჩამოვლენ თუ არა ქუთაისში მთავრობის წევრები ვერ გეტყვით - ყველა სტუმარი, როგორც მინისტრები, ისე დიპლომატიური კორპუსი უნდა მოიწვიოს საქართველოს პარლამენტმა, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება და როცა საქართველოს პრეზიდენტი, წელიწადში ერთხელ მიმართვას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოსახლეობას, ეს საინტერესო უნდა იყოს მათთვისაც", - აღნიშნა იმერლიშვილმა. პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწელიური ანგარიშით მიმდინარე კვირას მიმართავ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მანანა კობახიძის განცხადებით, პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა დებატების ფორმატში არ გაიმართება. მისივე თქმით ქვეყნის პირველი პირის ყოველწლიურ მოხსენებას მთავრობის წარმომადგენლობა არ დაესწრება.

“მთავრობის წარმომადგენლობის დასწრებას პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს. რაც შეეხება დებატებს, რეგლამეტი არც იმას ითვალისწინებს, რომ ჩვენ დებატები გავმართოთ პრეზიდენტთან. არანაირი სადეპატო პარლამენტს და მით უმეტეს უმრავლესობას პრეზიდენტთან არ აქვს, ამიტომ ალბათ იქნება ფრაქციების გამოსვლები და ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება საშუალება დააფიქსიროს თავისი პოზიცია იმ საკითხებზე, რომელზეც პრეზიდენტი ისაუბრებს. არ ვფიქრობ, რომ დებატები გაიმართება. რაც შეეხება მთავრობას, ის არ დაესწრება იმიტომ, რომ ამ შემთხვევეაში ეს პირდაპირ ასე გაწერილი რეგლამენტში არ არის და მით უმეტეს დღევანდელი კონსტიტუციის პირობებში, როდესაც პრეზიდენტს აქვს სულ სხვა დატვირთვა, სხვა უფლება- მოვალეობები და უფლებასილება, განსხავებით იმისგან, რაც ჰქონდა მის წინამორბედს, ამიტომ არაფერი განსაკუთრებული არაა იმაში თუ მთავრობა არ მოვა და არ დასწრება“,- განაცახადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ეს არ უნდა იყოს აღქმული რაღაცა ტიპს დემარშად.

banner
წინა სტატიაშიუშიშროების საბჭოს მდივანი ზუგდიდის ინციდენტში მონაწილეების დასჯას ითხოვს
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ლადო სადღობელაშვილი დირექტივებს საგამოძიებო ნაწილის უფროსიდან იღებს (video)