პირველი გადადებული თამაში ოლიმპიადაზე – სპორტის სასახლეში ტაბლო გაითიშა

პრობლემებით დაიწყო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკალათბურთო ტურნირი. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სპორტის სასახლეში ტაბლო გაითიშა. ტექნიკური ჯგუფი ვერ ახერხებდა მის ჩართვას. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის კომისარი თამაშების გადადებას ითხოვდა.

პირველი თამაში, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი სერბეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის, გადაიდო, ის დღეს მოგვიანებით ჩატარდება.

შეჯიბრის მენეჯერი აცხადებს, დილიდან ყველაფერი წესრიგში იყო. თუმცა, თამაშის დაწყების წინ სამართავ პულტს შეექმნა მცირედი ხარვეზი. როგორც უკვე ცნობილია, პირველი თამაში გადაიდო. თუმცა, გიორგი ბუცხრიკიძის მტკიცებით, თამაშები გრაფიკის მიხედვით გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში საშემოდგომო სესია 1 სექტემბერს გაიხსნება
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: რა ფორმით გვექნება ურთიერთობა ნატო-სთან, ეს ერთი დეპუტატის საპასუხოდ სასაუბრო საკითხი არ არის