პირველი აფხაზი რეჟისორო ნელი ეშბა 87 ასაკში გარდაიცვალა

101413879213 მარტს მოსკოვში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 87 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, აფხაზეთის სახალსო არტისტი, პირველი აფხაზი პროფესიონალი თეატრალური რეჟისორი ნელი ეშბა.

ნელი ეშბას სახელს უკავშირდება საბჭოეთის დროს სოხუმის თეატრის აღორწინება. ის, წლების განმავლობაში ამ თეატრის ხელმძღვანელი და მთავარირეჟისორი იყო. ეშბას დროს საბჭოეთის მასშტაბით ქუხდა სოხუმის თეტრის სახელი და მთელი ქვეყნის მასშტაბით გასტროლებს მართავდა ეს თეატრი…

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო წყაროები, სიამაყით აღნიშნავენ, რომ 1962 წელს, ნელი ეშბამ წარჩინებით დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი, სადაც ის მიხეილ თუმანიშვილის კურსში სწავლობდა. აღნიშნავენ, რომ ის ისეთი დიდი ქართველი რეჟისორების თანაკურსელი იყო, როგორიც არიან რობერტ სტურუა, თემურ აბაშიძე, მედეა კუჭუხიძე… და რომ 1971 წელს ნელი ეშბას საქართველოს სსრ-ს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

ნელი ეშბა, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე, მოსკოვში ცხოვრობდა… 1986 მოსკოვში, მან კერძო თეატრი შექმნა, სადაც მრავალი წარმატებული პიესა დაიდგა.

ნელი ეშბამ 2009 წელს, უკნასკნელად სოხუმის თეტრში,  აფხაზი დრამატურგის დ. ჩაჩხალიას პიესა ,,ალი ბეი,, დადგა

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე VS ტყემალაძე
შემდეგი სტატიასააკაშვილის 9 წლიანი რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა-ზუგდიდი