პირველად საქართველოში შესაძლებელია მეორე ტიპის დიაბეტის ოპერაციით განკურნება

ამიერკავკასიის ქვეყნებში პირველად, საქართველოში შესაძლებელი გახდა მეორე ტიპის დიაბეტის ოპერაციით განკურნება.

მეთოდზე, რომლითაც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაციები კეთდება, ქართველი და უცხოელი ექიმები ერთდროულად მუშაობდნენ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ინოვაციური მიდგომა დიაბეტით მკურნალობაში.

პაციენტების მკურნალობა ამ მეთოდით ცხრა თვის წინ დაიწყო და ექიმები დადებით შედეგზე ლაპარაკობენ.

„ჩვენ ვაწარმოებთ 20 პაციენტის მონიტორინგს ამ ეტაპზე, რომელთაც მეტ-ნაკლებად დალაგებული აქვთ მდგომარეობა, მაგრამ ერთ წელიწადში სრულად დალაგდება ყველაფერი,” -აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა გონჯილაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ცაგარეიშვილი: ეს კრიტერიუმი იყო აბსოლუტურად გაუგებარი
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი თავის ფატალურ შეცდომაზე ხმამაღლა საუბრობს