პირველად კავკასიაში – ტექნიკური უნივერსიტეტის, გრენოლდის აკადემიის და პორტს-ესპინიოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი

პირველად კავკასიაში - ტექნიკური უნივერსიტეტის, გრენოლდის აკადემიის და პორტს-ესპინიოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი

პირველად კავკასიაში - ტექნიკური უნივერსიტეტის, გრენოლდის აკადემიის და პორტს-ესპინიოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტიდღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გრენოლდის აკადემიის, პორტს-ესპინიოს უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წარმოადგენდა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ლევან კლიმიაშვილი, გრენოლდის აკადემიას – ჯან ნოელ პარშუ, პორტ-ესპინიოს უნივერსიტეტს – ანდრონის და სილვა დიასი. შეხვედრაზე განიხილეს პროექტი – საქართველოში, აზერბაიჯანსა და მოლდავეთში სასტუმროს მეურნეობის მართვის საბაკალავრო და სამაგისტრო ახალი საგანმანათლებლო პროგრამა.
პროგრამა 2013 წელს საქართველოსა და ევროპის რიგ ქვეყნებში ერთდროულად დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. პროგრამის დაწყებამდე ერთი წლით ადრე ჩატარდა გამოკითხვა საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მოქმედ 530 სასტუმროში და გაირკვა, რომ ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია შესაბამისი სპეციალისტების მომზადება. პროგრამაში ჩაერთო სამი სასწავლებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტი „გორგასლი“. ესპანეთში ტრენინგზე რვა პედაგოგი გაიგზავნა.
პროექტის კოორდინატორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ალექსანდრე ედიბერიძის განცხადებით, ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგის, ტურიზმისა და მათ შორის სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება შეუძლებელია სპეციალური განათლების მქონე მაღალკვალიფიციური კადრების გარეშე. საქართველოსთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სასტუმრო მომსახურების სპეციალისტთა კადრებს არ ამზადებს ჩვენი ქვეყნის არც ერთი უნივერსიტეტი.
„ტურიზმის განვითარების დარგში რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოსთვის დახმარების გაწევის მიზნით, ევროკომისიის მიერ დაფინანსებულია Tempus-ის პროექტი LMPH N°544191 Tempus 1-2013-1-PT JPCR, რომლის რეალიზაციაში მონაწილეობენ საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ბულგარეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა. პროგრამა სამწლიანია. მისი განხორციელება დაიწყო 2014 წელს. ამჟამად წარმატებით დასრულდა პირველი ეტაპი“, _ განაცხად მან.
როგორც ედიბერიძემ აღნიშნა, პროექტში ჩართულმა საქართველოს უნივერსიტეტებმა ჩაატარეს სასტუმრო მომსახურების შრომის ბაზრის კვლევა, რომლის ეფექტიანობის ინტეგრალური მაჩვენებელია შრომის ბაზრის მოთხოვნა და სასტუმროების მიერ გამოკითხვისას აღნიშნული პროფილების შესაბამისი თანამდებობრივი პოზიციების სისტემური ანალიზი.
„კვლევის შედეგად განისაზღვრა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სახელწოდება და ძირითადი მიმართულებები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა პროექტით განსაზღვრული ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაციის პრობლემებს“, _ აღნიშნა ედიბერიძემ.
ედიბერიძის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს სამი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას _ ერთი საბაკალავროსი, სახელწოდებით „სასტუმრო ინდუსტრია“ და ორი სამაგისტრო პროგრამის, სახელწოდებით „სასტუმრო ინდუსტრია“ და „სასტუმრო მომსახურების ტექნოლოგიები“. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით გათვალისწინებულია სასტუმრო ინდუსტრიისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება ევროპული სისტემით.

2016-2017 სასწავლო წელს აღნიშნულ პროგრამას 200 ბაკალავრი და 50 მაგისტრანტი გაივლის.

banner
წინა სტატიაშიჩოხატაურში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველო ვარშავის შემდეგ გამოვიდეს იმ ეტაპზე, სადაც აღარ იარსებებს შუალედური ნაბიჯი ჩვენსა და ნატო-ს შორის