“პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს საქმე”- ბადაშვილის პირველი კომენტარი კადრების გავრცელებაზე

წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების გავრცელების შესახებ მთავარმა პროკურორმა პირველი კომენტარი გააკეთა. გიორგი ბადაშვილის თქმით, მისმა უწყებამ უკვე დაიწყო იმის მოკვლევა თუ როგორ მოხვდა საჯარო სივრცეში ეს კადრები.

„ამ საკითხებზე გამოძიება მიმდინარეობს. პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს საქმე. განიხილება მრავალი ვერსია, მათ შორის საინტერესოა, თუ როგორ მოხვდა უკრაინის მედიასივრცეში ეს კადრები. ეს კადრები დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც იძიებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურის ზედამხედველობით. შესაბამისად, გადაცემულია ეს კადრები როგორც მხარეებისთვის, ისე დართულია სისხლის სამართლის საქმეს”- განაცხადა გიორგი ბადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მიშა სააკაშვილს “რუსთავი-2″-ს არ დავახურინებ!”
შემდეგი სტატიაუმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე იქნება