პეტრო პოროშენკო – უკრაინაში შესაძლოა ომი, ნებისმიერ დროს დაიწყოს

“ომი უკრაინაში შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს”, – ეს განცხადება “ცენზორ.ნეტის” ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კიევში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.
“ამ დრომდე ომის საფრთხე არსებობს – ეს რეალობაა. ომი შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს, თუმცა, ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი მსგავსი საშიშროების თავიდან ასაცილებლად”, – განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის პირველმა პირმა ასევე ხაზი გაუსვა კიევის პარტნიორების როლს დონბასში ვითარების განმუხტვის კუთხით და მინსკის შეთანხმების განხორციელებაზე ისაუბრა.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაპირისპირებულმა მხარეებმა 12 თებერვალს მინსკში გააფორმეს, მას შემდეგ დონბასში სიტუაცია შედარებით განიმუხტა, თუმცა, პერიოდულად ზოგიერთ ადგილას საბრძოლო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში42 მილიონიანი ჯეკპოტი სათამაშო აპარატის შეცდომად აღიარეს
შემდეგი სტატიაუგულავას, მერაბიშვილის, სააკაშვილის, კეზერაშვილისა და ადეიშვილის გაერთიანებული წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს