პეტრო პოროშენკო პარიზში დაგეგმილ ერთიანობის მხარდამჭერ მიტინგს შეუერთდება

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კვირას, პარიზში დაგეგმილ ერთიანობის მხარდამჭერ მიტინგს შეუერთდება. ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”, საკუთარ გვერდზე დაწერა.

“კვირას, პარიზში, ფრანგ ხალხთან და პრეზიდენტ ოლანდთან ერთად მონაწილეობას მივიღებ ერთიანობის მხრდამჭერ მიტინგში. ერთად ვეტყვით “არას” ტერორიზმს და შიშს, ხოლო “კის” თავისუფლებას და დემოკრატიას”, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

პარიზში, 11 იანვარს, ერთიანობის მხარდასაჭერი მიტინგი გაიმართება, რომელში მონაწილეობასაც ევროპული ქვეყნების ლიდერები მიიღებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის გარდა, რომელიც “ფრანგული ღირებულებების დასაცავად” მიტინგზე გამოვა, ღონისძიებაში მონაწილეობას გეგმავენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი და სხვა ლიდერები.
ღონისძიებაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვეს ასევე ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებმა – ჟან-კლოდ იუნკერმა და მარტინ შულცმა

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ხოდორკოვსკი: თუმცა ჩვენ ვერ შეგვაშინებენ
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს