პეტრო პოროშენკო იმ ქვეყნებს ასახელებს, რომლებსაც შესაძლოა რუსეთი დაესხას თავს

პეტრო პოროშენკო იმ ქვეყნებს ასახელებს, რომლებსაც შესაძლოა რუსეთი დაესხას თავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ავსტრიული გამოცემა “კურიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი იქამდე წავა, სადამდეც ამის საშუალებას მისცემენ, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ის თავს დაესხას ფინეთს, ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს. პეტრე პოროშენკოს თქმითვე, უკრაინა დონბასში არა მარტო საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, არამედ ევროპის დემოკრატიის, თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვის. უკრაინის პრეზიდენტი არც იმას გამორიცხავს, რომ სამხედრო მოქმედებები აღმოსავლეთ რეგიონებში რუსული ოკუპაციის მხოლოდ დასაწყისი იყოს.

banner
წინა სტატიაში“თბილისი 2015”-ის მოხალისეებს დღეს დააჯილდოვებენ
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი შს მინისტრად მუშაობას შეუდგა