პეტრო პოროშენკო – იაცენიუკსა და სააკაშვილს შორის პირადი კონფლიქტი არ არსებობს

არსენი იაცენიუკსა და მიხეილ სააკაშვილს შორის პირადი კონფლიქტი არ არსებობს, ამის შესახებ “უნიანის” ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
“ეს არის უკმაყოფილების გამოხატვა იმ რეფორმების მიმართ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს უკმაყოფილება აქვს ხალხს, ეს უკმაყოფილება მაქვს მეც, როგორც პრეზიდენტს, და მე ამის შესახებ საჯაროდ განვაცხადე უმაღლეს რადაში მიმართვის დროსაც, ეს უკმაყოფლება პრემიერ-მინისტრს და ოდესის გუბერნატორ სააკაშვილსაც აქვთ. მინდა აღვნიშნო, რომ პრემიერ-მინისტრსა და მიხეილ სააკაშვილს შორის პირადი კონფლიქტი არ არსებობს. ვითარების გამოსწორების სურვილი აქვს პრემიერსაც და სააკაშვილსაც”, – განაცხდა პოროშენკომ.
მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელი გადაწყვეტილებებს ოლიგარქების, მათ შორის რინატ ახმეტოვისა და იგორ კოლომოისკის სასარგებლოდ იღებს. მისივე თქმით, იაცენიუკის მთავრობა რეფორმებს სათანადოდ ვერ ახორციელებს. მოგვიანებით არსენი იაცენიუკმა მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის, რომ დაშვებული შეცდომების გამეორების ფუფუნება არ აქვს”
შემდეგი სტატიააბიტურიენტები მეორად ჩარიცხვებზე პრემიერის პასუხს ელოდებიან