პეტრო პოროშენკომ არსენ იაცენიუკს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა შესთავაზა

ბლატერი პუტინთან შეხვედრას ითხოვს

პეტრო პოროშენკომ არსენ იაცენიუკს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა შესთავაზა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული და რუსული მედია ავრცელებს.

იმ შემთხვევაში, თუ იაცენიუკმა პრემიერის თანამდებობა დატოვა, მინისტრის კაბინეტის ხელმძღვანელის პოსტს მოქმედ ფინანსთა მინისტრს, ნატალია იარესკოს, შესთავაზებენ.

ასევე იაცენიუკის თანხმობის შემთხვევაში იგეგმება, რომ მისი პარტია სახალხო ფრონტი 25 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე პოროშენკოს ბლოკთან ერთად ერთიანი სიით გამოვიდეს.

უკრაინული მედიის ცნობით, იაცენიუკი წინადადებით დაინტერესდა და არ არის გამორიცხული, უკრაინის მთავრობაში ეს ცვლილება განხორციელდეს.

ამ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარი 2.3206 ლარი გახდა
შემდეგი სტატიარუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო მანევრები დაიწყო