პეტრიაშვილი ძიძიგურს ივანიშვილის მიერ გათქმული საიდუმლოებების დათვლას ურჩევს

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა ზვიად ძიძიგურს ივანიშვილის მიერ გათქმული საიდუმლოებების დათვლა ურჩია. “ყოჩაღ ზვიად! 8 ნოემბერს ჩაუჯექით შენ და არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, უყურეთ ერთად, რამდენი საიდუმლოება გათქვა ივანიშვილმა თავის ინტერვიუში, მერე დაანამუსე და დაასირცხვილე ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულად შენ,” – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა რუსთავი 2 ეთერში.

  
მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ზვიად ძიძიგური, ირაკლი ალასანიას გუშინდელი ბრიფინგით გაოცებულია და ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ქვეყნის საზიანო განცხადებებს აკეთებს.
„როდესაც 30 მეტრში რუსული ჯარი დგას, იმ თემებზე, რა თემებზეც ალასანიამ ისაუბრა, უნდა ერიდებოდეს ყველა. რა უბედურება გვჭირს ხალხო, ასე ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის ინტერესები? ალასანიამ კარგად იცის, რომ, როგორც კი ასეთ შეთანხმებებზე ინფორმაციები ჟონავს, იმ წუთას ამას რაღაც ცუდი რეაგირებები მოყვება ხოლმე“ – აცხადებს ზვიად ძიძიგური.
მმართველი გუნდის დეპუტატი ალასანიას “უსინდისოს” უწოდებს და აცხადებს, რომ არსებობს ტაბუდადებული თემები.
„ეს უსინდისობაა. სირცხვილია ხალხო, ქვეყანას აზიანებთ და აზარალებთ. არ შეიძლება, რუსეთს მოუყვე, რას აპირებს შენი ქვეყანა,” – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელბს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ხალხს ბზობას ულოცავს