პეტრე ცისკარიშვილი: ჩვენ უნდა ჩავიკეტოთ და სიბნელეში უნდა ვიცხოვროთ

ქართული მედიისა და რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მომზადებულ რეზოლუციას საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ. რეზოულიციაში ცვლილების შეტანის ინიციატორი საპარლამენტო უმცირესობის ერთ–ერთი ლიდერი პეტრე ცისკვარიშვილი.

როგორც დეპუტატი აცხადებს პროექტში უფრო მკვეთრად უნდა იყოს ნაჩვენები საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები, რომელიც მათ უკვე გააკეთეს ქართულ მედიაში არსებულ მდგომარეობაზე.

ციკსარიშვილის განცხადებით საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ქართულ მედიასივრცეში არსებულ ვითარებას.

“ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საზღვარგარეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ჩვენი პარტნიორებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე ამბობენ ვაბეზღებთ. დაბეზღებაში კი არ არის პრობლემა, პრობლემა ვითარებაშია, რაც თქვენ საქართველოში შექმენით. თუ თქვენ თვლით, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი უნდა გავხდეთ მაშინ თქვენვე
უნდა ცდილობდეთ, რომ მიმდინარე პროცესებზე მათ ინფორმაცია მიაწოდოთ. თუ არჩევანს რუსეთის ბნელ სამყაროზე ვაკეთებთ და გვინდა ამ იმპერიის ერთი გუბერნია გავხდეთ, ჩვენ უნდა ჩავიკეტოთ და სიბნელეში უნდა ვიცხოვროთ. ამ გადმოსახედიდან ეს მართლაც დაბეზღებაა,”- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიAir Berlin-ი რუსეთში ფრენებს წყვეტს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ბულგარეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა