პეტრე ცისკარიშვილი:საქართველო შედის ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში

პეტრე ცისკარიშვილი:საქართველო შედის ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში

petreciskarishvili“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს იანვარ-ივლისის ეკონომიკური მონაცამები გააცნო. დეპუტატის თქმით, მთლიანი ვაჭრობა 930 მილიონი დოლარითაა შემცირებული, ხოლო სავაჭრო ბრუნვა თითქმის მილიარდი დოლარითაა შემცირებული, რაც პირდაპირ აისახება სამუშაო ადგილების კლებასა და მოსახლეობის გაღარიბებაზე. მნიშვნელოვანი მონაცემია ის, რომ ექსპორტი პირველი შვიდი თვის განმავლობაში დაეცა 24 % -ით, ეს 24% შეადგენს დაახლოებით 400მილიონ დოლარს, ანუ საქართველოში 400 მილიონი დოლარით ნაკლები შემოვიდა ჩვენთან წარმოებული პროდუქციის საზღვარგარეთ გაყიდვით და ამის დასაბალანსებლად საქართველოს ხელისუფლებას არანაირი გეგმა და ხედვა არ გააჩნია. უფრო მეტიც, ისინი ამბობენ, რომ საერთოდ პრობლემა არ არსებობს და ყველაფერი კარგად მიდის, მაშინ, როდესაც ინვესტიციებმა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა, საგრეო ფულადმა გადმორიცხვებმა იკლო და ლარის კურსიც კატასტროფულად უფასურდება. ამ ყველაფრის ფონზე კი, მინისტრი ხადური გვეუბნება, რომ ბიუჯეტი სრულდება.მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტი ძირითადად ჩვენი გაუფასურებული ეროვნული ვალუტის ხარჯზე სრულდბა. თუ გადავიყვანთ დოლარში, მყარი ვალუტის მონაცემებით, ჩვენი ბიუჯეტი არის დაახლოებით 2011, 2012 წლის დონეზე გაყინული. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ვეღარ ფინანსდება პენსიები, აღარ შენდება გზები, ვერ იზრდება ხელფასები, თუ არ ჩავთვლით მაღალჩინოსნების პრემიებს. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველო შედის ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. შემთხვევით არ არის, რომ სესხები და კრედიტები ძვირდება და მომავალში კიდევ უფრო გაძვირდება”- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. მან იმ მეთოდებზეც ისაუბრა, რითაც ხელისუფლებს ლარის კურსის დაჭერა შეუძლია. “ორი ძირითადი მეთოდი აქვს ამ ხელისუფლებას – ერთი ეს არის ხალხის გაღარიბების გზით. ანუ ჩვენი.მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა რომ დეცემა, იმპორტირებულ პროდუქტს აღარ იყიდიან და დოლარი ჩვენგან არ გავა და მეორე – ბიუჯეტიდან იმ თანხების არხარჯვა, რისი მობილიზებაც ხდება”- აღნიშნა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშილევან ალექსიძე – საერთაშორისო სამართალით, მოსკოვის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებული შეთანხმებები არანაირ სამართლებრივ დოკუმენტებს არ წარმოადგენენ
შემდეგი სტატიაამ ბიჭების სისხლი შენს კისერზეა