პეტრე პოროშენკო: სააკაშვილის მიერ პრემიერის პოსტის დასაკავებლად მისი თანხმობაა საჭირო

„მიხეილ სააკაშვილის მიერ პრემიერმინისტრის პოსტის დასაკავებლად მისი თანხმობაა საჭირო“, – ასე გამოეხმაურა პეტრე პოროშენკო ელექტრონულ პეტიციას, რომლის ავტორებიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოდესის გუბერნატორის დანიშვნას უჭერენ მხარს.

პეტიციას უკვე 31 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, პრემიერმინისტრის დანიშვნის პროცედურის დასაწყებად აუცილებელი პირობა თავად კანდიდატის თანხმობაა. თუმცა პოროშენკოს თქმითვე, მიხეილ სააკაშვილს ამ საკითხზე არ უსაუბრია.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში დაღუპულ ვასილ ყულჯანიშვილს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე მერიას საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში ადანაშაულებს