პეტერბურგში ცოის დროებითი სცენა გახსნეს – დღეს მისი გარდაცვალების დღეა

დღეს ვიქტორ ცოი 53 წლის გახდებოდა

პეტერბურგში ცოის დროებითი სცენა გახსნეს - დღეს მისი გარდაცვალების დღეაპეტერბურგში მალი კონიუშენნის ქუჩაზე ვიქტორ ცოის სახელობის დროებითი სცენა გახსნეს.
ბანერზე, რომელზეც აგურებია გამოსახული, მსურველებს ნებისმიერი წარწერის დატოვება შეუძლაით. აქციის ორგანიზატორი არტ-სალონი “ნევსკიი 24” – ია. საღამოობით მომსვლელებს ცოის იშვიათი ჩანაწერების მოსმენა შეეძლებათ.
ცოის პორტრეტი ფინეთის ვაგზლიდან ბოგოსლოვსკის სასაფლაოებამდეა გაშლილი, სადაც მუსიკოსია დასაფლავებული. აქციაში 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მოძრაობა “როკ-პეტროგრადის” ლიდერმა სერგეი ელგაზინმა თქვა, რომ მსვლელობას პოლიცია აცილებდა.
“აქცია დაახლოებით 50-მა ადამიანმა დავიწყეთ, მაგრამ გზაში გვიერთდებოდნენ… აპლოდისმენტების ქვეშ ჩვენ ცოის პორტრეტი დავაყენეთ და წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ მის ხსოვნას” – თქვა ელგაზინმა.
კლუბ-მუზეუმ “კამჩატკაში, რომელიც ყოფილი საქვაბეა და სადაც ცოი მუშაობდა, მისი ხსოვნის საღამო გაიმართება.

დღეს 25 წელი გავიდა ვიქტორ ცოის გარდაცვალებიდან. ის 1990 წლის 15 აგვისტოს ავარიის შედეგად გარდაიცვალა. მას ჩაწრრილი ქონდა 100-ზე მეტი სიმღერა. უკანასკნელი ფირფიტა “შავი ალბომი” მისი სიკვდილის შემდეგ გამოვიდა.
ვიქტორ ცოი 90-იანი წლების საკულტო მომღერალი იყო.

banner
წინა სტატიაშირიწა – ასე ახლობელი და ასე შორეული+ფოტო
შემდეგი სტატიავიდეო–ტრაბზონში ქართველი მეძავები დააკავეს