პესკოვს “არაკანონიერ გამდიდრებაში” სდებენ ბრალს

პესკოვს

კორუფციასთან ბრძოლოს ფონდის დამაარსებლის, ალექსეი ნავალნის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანს დმიტრი პესკოვს ფოტოზე, რომელიც 1 აგვისტოს პესკოვის ქორწილზეა გადაღებული, 37,4 მილიონი (620 ათასი დოლარი) რუბლის ღირებულების საათი უკეთია.
ნავალნის თქმით, საათი, რომელიც პესკოვს უკეთია Richard Mille RM52-01 ფირმის არის და ის სულ 30 ცალი გამოუშვეს. საათის ფასის შესახებ ინფორმაცია, რუსი ოპოზიციონერის თქმით, Richard Mille- ში უთხრეს.

პესკოვის შემოსავალი 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით 9,1 მილიონი რუბლი იყო, 2012-1013 წლებში კი 25 ,მილიონი რუბლი.
პესკოვი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამბობს, რომ საათი მას მეუღლემ ქორწილის დღეს აჩუქა და ის ნამდვილად ძვირია, მაგრამ არც ისე ძვირი “როგორც ზოგიერთი ამხანაგები ამბობენ”.

თუმცა, ნავალნი აქვეყნებს სხვა ფოტოს, რომელიც ქორწილამდე დიდი ხნით ადრე არის გადაღებული და სადაც პესკოვს მინიმუმ მსგავსი მოდელის საათი უკეთია.

პოლიტიკოსი ოლეგ მიტვოლი, რომელიც პესკოვის ქორწილში იმყოფებოდა, ამბობს, რომ საათი ეკუთვნოდა ერთ-ერთ სტუმარს და პესკოვმა მასთან ერთად სპეციალურად გადაიღო ფოტოები, რომ ჟურნალისტებისთვის სატყუარა ყოფილიყო და მათი რეაქციები ენახათ. თუმცა, მოგვიანებით, მან საკუთარ კომენტარს ხუმრობა უწოდა.
.

banner
წინა სტატიაშიორ ეკლესიაში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიასალვადორში საფეხბურთო მატჩის დროს 5 ადამიანი ჩაცხრილეს