პენტაგონმა რუსეთი რევიზიონისტული სახელმწიფოების სიაში შეიყვანა

პენტაგონმა რუსეთი რევიზიონისტული სახელმწიფოების სიაში შეიყვანაპენტაგონის შტაბების გაერთიანებულმა კომიტეტმა 2015 წლის ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაზე იმსჯელა. მათი თქმით, საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე დიდი საშიშროება ისლამისტური სახელმწიფოსგან მოდის, თუმცა, ნახსენები იყო ასევე “რევიზიონისტული სახელმწიფოები” – რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა.
“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დიდი წვლილი შეიტანა ნარკოტიკებისა და ტერორიზმთან ბრძოლაში, მან არა ერთხელ აჩვენა, რომ სუვერენული მეზობლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ყველა ძალას იხმარს საკუთარი მიზნის მისაღწევად ” – ამბობენ ამერიკის სამხედრო უწყებაში.

ტექსტში პირდაპირ არის ნათქვამი “ჰიბრიდული ომის” ტექნიკაზე ყირიმის ანექსიის დროს.
სტრატეგიის ავტორებმა რუსეთი რეგიონის უსაფრთხოების დარღვევაში დაადანაშაულეს პირდაპირი ან მესამე ძალების მეშვეობით.
“ეს ნაბიჯები მრავალ ხელშეკრულებას არღვევს, რომელზეც რუსეთს ხელი აქვს მოწერილი და საერთაშორისო ნორმებით არის დადგენილი, მათ შორის გაეროს წესდებას, ჰელსინკის ხელშეკრულებას, რუსეთსა და ნატოს შორის დადებულ შეთანხმებას, ბუდეპეშტის მემორანდუმს და შეთანხმებას შორი და ახლო მანძილის რაკეტების განადგურების შესახებ” – ნათქვამია დოკუმენტში.

პენტაგონის შეშფოთებას ასევე იწვევს პეკინის სურვილი სამხრეთ-ჩინური ზღვა საკუთარ აკვადორიად გამოაცხადოს.

banner
წინა სტატიაშიტაჯიკეთმა აკრძალული საიტების სია გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაბერძნების უმრავლესობა კრედიტორების მოთხოვნილ რეფორმებს ეთანხმება