პენსილვანიაში სკოლის ავტობუსი სახლს დაეჯახა (ფოტო+ვიდეო)

პენსილვანიაში სკოლის ავტობუსი სახლს დაეჯახა

პენსილვანიაში სკოლის ავტობუსი სახლს დაეჯახაპენსილვანიაში სკოლის ავტობუსი სახლს დაეჯახაპოლიციამ გამოძიება დაიწყო ფაქტზე, რა იყო საბავშვო ავტობუსის სახლზე დაჯახების გამომწვევი მიზეზი ბლუ ბელში, პენსილვანიაში.
მოსწავლეები არ დაშავებულან, ისინი მძღოლთან ერთად ავტობუსის საავარიო გამოსასვლელიდან გაიქცნენ, ნათქვამია პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მოსწავლეები 5-დან 12 წლამდე ასაკის იყვნენ – თქვა წმინდა ელენას სკოლის წარმომადგენელმა და კატე შოულბერგმა.
58 წლის ავტობუსის მძღოლი შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. პოლიციის ვარაუდით, მძღოლს ინდციდენტამდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.
„ავტობუსის მძღოლი აბსოლუტურად მოშვებული იყო და სრულიად მოწყვეტილი რეალობას“ – თქვა თვითმხილველმა. მისი თქმით, მძღოლი მხოლოდ ერთ წინადადებას იმეორებდა – „არ მახსოვს, არ მახსოვს.“

პენსილვანიაში სკოლის ავტობუსი სახლს დაეჯახა
„მძღოლი მშობლებს და ბავშვებს ძალიან უყვართ და ისინი დამწუხრებულები არიან მომხდართან დაკავშირებით“ – განაცხადა წმინდა ელენეს სკოლის წარმომადგენელმა.
მოსწავლეების თქმით, მძღოლი დილით კარგ ხასიათზე იყო.
ავტობუსის დაჯახების მომენტში სახლში იმყოფებოდა ერთი ადამიანი, მაგრამ პოლიციის ცნობით მას დაზიანება რა მიუღია. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით სახლში ერთზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ამ დრომდე არ გამოჩენილან დაზარალებულები.
„ვლოცულობ და ვამბობ, ღმერთო, მადლობა, რომ ჩემი შვილები ამ დროს არ იყვნენ სახლში. არ მინდა ვიფიქრო, რა შეიძლოებოდა მომხდარიყო“ – ამბობს სახლის ერთ-ერთი მცხოვრები.

https://www.youtube.com/watch?v=-hYw2R9PZ_4

 

banner
წინა სტატიაშიბერეზოვსკის ყოფილი დაცვა: ნემცოვს ქალები ყოფილი ოლიგარქის ბრძანებით დასდევდნენ ბერეზოვსკის დაცვის უფროსი ბიზნესმენის სიკვდილის საკუთარ ვერსიაზე და ოლიგარქის ნემცოვის მკვლელობასთან კავშირზე ლაპარაკობს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდა