პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტით დაავადებული მსჯავრდებულების ახალი პრეპარატით მკურნალობა დაიწყო

პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტით დაავადებული მსჯავრდებულების ახალი პრეპარატით მკურნალობა დაიწყო

პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტით დაავადებული მსჯავრდებულების ახალი პრეპარატით მკურნალობა დაიწყოსამ პენიტენციურ დაწესებულებაში დღეიდან C ჰეპატიტით დაავადებული მსჯავრდებულების/ბრალდებულების მკურნალობა ახალი პრეპარატით დაიწყო. პირველ ეტაპზე, პრეპარატ „სოფოსბუვირით“ მკურნალობის კურსში 5 პატიმარი ჩაერთო. N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მკურნალობის დაწყების პროცესს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დაესწრო. მინისტრმა მსჯავრდებული ქალები მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. დაწესებულების ექთანმა მინისტრს პრეპარატის მიღების წესი გააცნო. წლის ბოლომდე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჩართვა, კომისიის გადაწყვეტილებით, კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში ეტაპობრივად მოხდება.
„5 ათასამდე პატიმარს უკვე ჩაუტარდა მკურნალობის კურსი პრეპარატ „ინტერფერონით’, მაგრამ დღეს ვიწყებთ ახალი სამედიცინო პრეპარატის „სოფოსბუვირის“ საშუალებით მკურნალობას, რომელიც გაცილებით ეფექტურად კურნავს ამ საშიშ დააავადებას, ვიდრე წინა მედიკამენტები. ჩვენ დავპირდით მსჯავრდებულებს, რომ 2015 წლის 1 სექტემბრიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყებოდა ამ პრეპარატით მკურნალობა და დღეს უკვე სამ დაწესებულებაში შევიდა შემოვიტანეთ ეს პრეპარატი. „სოფოსბუვირი“ საკმაოდ ძვირადღირებულია, თითო აბი 800 ევრო ღირს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ხელშეწყობით, შემოვიდა ეს პრეპარატი და ჩვენ უკვე შეგვიძლია C ჰეპატიტით დაავადებულ მსჯავრდებულებზე უფრო ეფექტურად ვიზრუნოთ. – განაცხადა კახა კახიშვილმა
ახალი გენერაციის ანტივირუსული პრეპარატის ,,სოფოსბუვირის” ეფექტურობა 90 პროცენტს აღწევს. პრეპარატით მკურნალობას 12 ან 24 კვირა ჭირდება და რაც მთავარია, მკურნალობისას არ ფიქსირდება გვერდითი მოვლენები. მედიკამენტი, თერაპიის დაწყებიდან, 24 კვირაში მდგრად ვირუსოლოგიურ პასუხს იძლევა.
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელების ინიციატივით 2013 წელს სისტემაში ვირუსული C ჰეპატიტის პროგრამა დაიწყო. თავდაპირველად მსჯავრდებულებს „ინტერფერონითა“ და „რიბავერინით“ მკურნალობდნენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრეპარატები საკმარისად ეფექტური იყო, მათ სერიოზული გვერდითი მოვლენები ჰქონდა. ახალი პრეპარატი „სოფოსბუვირი“ C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის იდეალურია.
ჰეპატიტი ერთ-ერთი ყველაზე საშიში და გავრცელებული ინფექციური დაავადებაა მსოფლიოში. სამედიცინო ექსპერტთა გამოკვლევებით, სხვადასხვა ჯგუფის ჰეპატიტებით დედამიწის მოსახლეობის თითქმის მესამედია ინფიცირებული. მათ შორის ყველაზე მძიმე C და B ჰეპატიტებია. თავისი მასშტაბურობით ჰეპატიტი მთელი მსოფლიოს პრობლემად არის ქცეული.

banner
წინა სტატიაშიაზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა
შემდეგი სტატიასაფრანგეთის საელჩო ქართველი სტუდენტების საპასუხო განცხადებას ავრცელებს