პეგიდას პირველი ანტიისლამური მარში ვენაში

გერმანულმა ანტიისლამურმა მოძრაობა პეგიდამ (ევროპელი პატრიოტები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ) ვენაში პირველი მარში ჩაატარა.
300-400 აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ სკინჰედები, რომლებიც ნაცისტური ჟესტებით ესალმებოდნენ ერთმენეთს.
პეგიდას მარშის პარალელურად მათი მოწინააღმდგეების დემონსტრაცია გაიმართა, რომელშიც დაახლოებით 5 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
ავსტრიის ქუჩებში უსაფრთხოებას დაახლოებით 1200 პოლიციელი იცავდა.
„ორი ერთმანეთის მონინააღმდეგე დემონსტრანტები ერთმენეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, თუმცა წესრიგის დარღვევის სერიოზული შემთხვევები არ დაფიქსირებულა“ – წერს ბიბისი.
გახდება თუ არა გერმანული პეგიდა ავსტრიაში პოპულარული, ჯერჯერობით ვერ პროგნოზირებენ. მოძრაობას სერიოზული შიდა პრობლემები აქვს საკუთარ სამშობლოში. მას შემდეგ, რაც ვენის მარში დაანონსდა, ჯგუფში სერიოზული უთანხმოებები დაიწყო. ამან ორგანიზაციის 6 ლიდერის წასვლაც კი გამოიწვია.
ავსტრიის მუსლიმური სათემოს თქმით, პეგიდას ტიპის ორგანიზაციის წარმოქმნა არ არის სასიამოვნო, თუმცა, ამავე დროს თვითონ დამოკიდებულებაში ახალი არაფერია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიასასამართლოდან გაქცეული პატიმრის გამო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ