,,პატრიოტთა ალიანს” საგარეჯოში მედიაცენტრის გახსნის საშუალება არ მიეცა

,,პატრიოტთა ალიანსს” საგარეჯოს  რაიონის  ადგილობრივმა თვითმმართველობამ მედია–ცენტრის გახსნის საშუალება არ მისცა. ამის შესახებ ,,თაიმერს” საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გოჩა თევდორაძემ განუცხადა.

,,გვქონდა შეთანხმება ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რომ კულტურის ცენტრს მოგვაქირავდებდნენ, შევიტანეთ ინვენტარიც თუმცა დღეს გახსნის საშუალება არ მოგვეცა. მიზეზს არ გვისახელებენ და ვერც ჩვენი დროშები და ტექნიკა–ინვენტარი გამოგვაქვს შენობიდან”– განუცხადა ,,თაიმერს” გოჩა თევდორაძემ.

 

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი სოფელ ჩაილურში პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიათამარ ხიდაშელი: არსებით უპირატესობას ვფლობთ