პატრიარქი „ყოველთა ქართველთა კონგრესის“ ჩატარების ინიციატივით გამოდის

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

კონგრესის სვეტიცხოვლობას ჩატარების ინიციატივა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას გააჟღერა.

მან ქადაგებისას უცხოეთში მყოფ ქართველებზე ისაუბრა და მათი აღრიცხვის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, ყოველთა ქართველთა კონგრესი საქართველოში უნდა მოიწვიონ.

“დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო მეტზე, უნდა ვიფიქროთ იმ ჩვენ თანამემამულეთა შესახებ, ვინც უცხოეთშია. რა ეშველება იმათ? უცხოეთში ადამიანი ძნელად უძლებს იმ განსაცდელს, რომელსაც ხედავს იქ. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები დავუკავშიროთ სამშობლოს? ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ სვეტიცხოვლობას, 14 ოქტომბერს, მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა კონგრესი საქართველოში და კიდევ ერთხელ გავახსენოთ ჩვენს სისხლსა და ხორცს, რომ მათი წინაპრები აქ არიან და არ უნდა დაკარგონ კავშირი სამშობლოსთან. მოგმართავთ თქვენ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შევადგინოთ სია თქვენი ნათესავების, რომლებიც უცხოეთში არიან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავაკავშიროთ ისინი სამშობლოსთან. ძალიან ბევრია წასული უცხოეთში, მარტო რუსეთში, ალბათ, მილიონზე მეტი. ჩვენ ასევე, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც შაჰ-აბასის დროს წაიყვანეს აქედან. ისინი ელოდებიან ჩვენს დახმარებას. ის ჩვენი სისხლი და ხორცია. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ თურქეთში, ევროპაში, ამერიკაში და მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ქართველებს. საქართველო ელოდება თქვენს ჩამოსვლას. როგორც მშობელი დედა, ისე მიგიღებთ თქვენ სამშობლოში. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ერის გაერთიანებას”, – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ აქვე აღნიშნა, რომ მას სწორედ „კათოლიკოსის“ წოდება ავალდებულებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე ზრუნვას და ფიქრს.

banner
წინა სტატიაში„ჩვენ შევძელით, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებზე მსოფლიო ლიდერებს საფუძვლიანად ესაუბრათ“
შემდეგი სტატიამშრალ ხიდთან, მტკვარში აღმოჩენილი ცხოველის ლეში ძაღლის აღმოჩნდა