პატიმრის გაქცევის საკითხზე გურჯაანის სასამართლო განმარტებას ავრცელებს

ბუდაპეშტში პროევროპული აქცია გაიმართაგურჯაანის რაიონული სასამართლო სასამართლო შენობაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. როგორც სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, 2015 წლის 2 თებერვალს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე მიტო ხინაშვილი განიხილავდა ბრალდებულ დიმიტრი ხაჩიაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიმიტრი ხაჩიაშვილს შეეფარდა პატიმრობა.
“პროცესის დასრულების შემდეგ, პოლიციის მიერ პატიმარი ჩაყვანილ იქნა სასამართლო შენობაში, პატიმართა დროებითი მოთავსების საკანში. კანონის შესაბამისად, ის იმყოფებოდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. სწორედ ამ საკნიდან მოახერხა პატიმარმა დიმიტრი ხაჩიაშვილმა გაქცევა.
სასამართლო მოუწოდებს ყველას, რომ დაუზუსტებული და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავონ, რათა არ მოხდეს საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება და სასამართლოს დისკრედიტაცია”,-ნათქვამია გურჯაანის სასამართლოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ News Corporation-ის საქმეს ხურავს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით მამისეიშვილს სთავაზობენ